"აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი შშმ ბავშვთა დღის ცენტრს"

 ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ჰუმანისტები’’ იწყებს საახალწლო საქველმოქმედო აქციას. ,, აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი შშმ ბავშვთა დღის ცენტრს.’’ 

ერთი სიტყვით, ქუთაისში არსებობს შშმ ბავშვთა დღის ცენტრი ,,ჯადოსნური სამყარო’’, სადაც 25 შშმ ბავშვი ცენტრის მომსახურებას იღებს. ცენტრის ცხოვრება სხვადასხვა საგანამათლებლო და არტ პროგრამებით არის დატვირთული, შშმ ბავშვებისთვის არსებობს ზღაპართოთახი, თუმცა, ადაპტური ზღაპრის წიგნების და ზოგადად ადაპტური წიგნების ნაკლებობა აქვთ. 
ამიტომაც გადავწყვიტეთ, იქნებ შევძლოთ და ერთობლივად შევქმანათ მათთვის ადაპტური წიგნების ბიბლიოთეკა. 
თითო სამოქალაქო კლუბმა ერთი ადაპტური წიგნის შეძენის რესურსი რომ მაინც მოვიპოვოთ, საბოლოო ჯამში ბევრი გამოვა. 
ასე რომ შემოგვიერთდით, სამოქალაქო კლუბის წევრებო, ჩვენ უნდა შევქმანთ ყველაზე ფერადი, ხელმისაწვდომი და ადაპტური ბიბლიოთეკა შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ზღაპართოთახში’’. 

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ გამოგვივა!



Comments